Reformation

სახელმწიფო სამხედრო სამსახურის ერთჯერადი გადავადება ოფიციალურად 2000 ლარი ღირს. ბიბლიური თავისუფლება ამას, ფაქტობრივად, (ნებაყოფლობით შემოწირულობა 20 ლარი) უსასყიდლოდ აკეთებს.

ეს იყო და არის გირჩის საჩუქარი საქართველოს ახალგაზრდობისთვის.

გათავისუფლებული 7 ათასი ადამიანიდან, მინიმუმ ექვსმა ათასმა ვერ გაიაზრა:

რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? გათავისუფლებული ათი ადამიანიდან ერთმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც განმათავისუფლებლის არჩევნებში მონაწილეობის მხარდაჭერას გულისხმობდა და რომლის ერთერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაა; არასოდეს გამოუხატავს დაინტერესება იმ ხალხის მიმართ, ვინც დაეხმარა; დიდ ნაწილს დღემდე სექტანტები ვგონივართ, ვინც ისინი ბანალურად გამოიყენა. მოკლედ რომ ვთქვათ, პატივს არ სცემენ არც იდეას და არც მორწმუნე ადამიანებს.

რამ გამოიწვია ეს?

ჩვენ არ მოგვწონს უმადურობა. უმადურობა ცუდი საქმეა და მომავალშიც ცუდი შედეგი მოყვება. როცა ჩვენ ვეხმარებით ასეთ ადამიანს, ამით მას და მის მომავალს ცუდ საქმეს ვუკეთებთ. ეს უნდა შეიცვალოს.

რატომ ხორციელდება რეფორმაცია:

რაში მდგომარეობს რეფორმაციის შინაარსი?

ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურობის მსურველი უნდა იყოს ადამიანი, ვისაც აქვს ნაფიქრი შემდეგ საკითხებზე:

რეფორმაცია იწყება 2018 წლის პირველი ივლისიდან.

პირველი ივლისიდან პირველ აგვისტომდე ჯარში გაწვევა არ არის, ანუ ადამიანებს მღვდელმსახურის მოწმობის აღება არ ეჩქარებათ და აქვთ საკმარისზე მეტი დრო მოსამზადებლად და დასაფიქრებლად.

მღვდელმსახურების შერჩევა მოხდება გასაუბრებით.

პირველი ივლისიდანვე ნებისმიერ ადამიანს პირადად ან ფეისბუქით, შეუძლია კონსულტაციის გავლა გირჩის მოქმედ მღვდელმსახურებთან, რომლებიც გააცნობენ მათ გასაუბრების წესებს. როგორ უნდა მოემზადოს მომავალი მღვდელმსახური?

ბიბლიური თავისუფლების ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე მითითებულია ვიდეო მასალა, რომლთა ნახვა და გააზრება აუცილებელია, გასაუბრებაზე გამოსვლამდე, იქვე ნახავთ, ჩვენ მიერ რეკომენდებულ ლიტერატურასაც, რომელთა გაცნობა ჩვენი აზრით ,,არგებს ხორცსა, მერმე სულსა“