ბიბლიური თავისუფლება და ბიბლიური თავისუფლების სასულიერო პირები საპატრიარქოს თავდასხმის ობიექტიც გამხდარან, რაც საპატრიარქოს მხრიდან გამოიხატებოდა როგორც სიტყვიერად სხვადასხვა გამოსვლებში, ასევე წმინდა სინოდის ოფიცალური გადაწყვეტილებით.
მართლმადიდებლური ეკლესიის მღდელმსახურებმა, ბიბლიური თავისუფლების გარდაცვლილ მღვდელმსახურს წესი არ აუგეს.
„ეს არის რელიგიური ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანება ავტომატურად ნიშნავს საეკლესიო სივრციდან გასვლას, რის გამოც საეკლესიო წესები ჩვენ წესის აგების უფლებას არ გვაძლევს. ამ თემას ჩვენ განვიხილავთ ყველა ნიუანსს დაწყებული მისი გაწევრიანებიდან გარდაცვალებამდე საეკლესიო წესების გათვალისწინებთ თუ რამე მოგვცემს შესაძლებლობას, რომ წესი ავუგოთ ეს შესრულდება ამ ადამიანის დაკრძალვა გადაწყვეტილი იყო იმ თავითვე სამშაბათს არანაირი გადადება არ მომხდარა როგორც გირჩი ავრცელებს“, -განაცხადა მეუფე საბამ.
„ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ ზიარება, ასევე მონაწილეობა სხვა საეკლესიო საიდუმლოებებსა თუ მსახურებაში, ნათლობაში, ჯვრისწერაში, შვიდგზის ზეთიცხებაში.
„წმინდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია- ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის შესახებ, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ.
სპეკულაციები, რელიგიური დიდი დატვირთვის მქონე ცნებებით, არის მკრეხელობა და „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას,- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცყოფად. იხ.ლინკი.